პოეზია,ლიტერატურის სიყვარული, აქტიურობა კულტურულ ღონისძიებებში, ჩართულობა ახალგაზრდულ ცხოვრებაში- ეს ის საკითხებია,რომლებიც ლიტერატურული სალონის 20-მდე წევრს აერთიანებს. პოეზიისა და პროზის მოყავრული ახალგაზრდები სასტუმრო ,,ლომსიაში“ შეიკრიბნენ და საკუთრი შემოქმედება ფართო აუდიტირიას გააცნეს.
შეხვედრას ორგანიზება პროექტის ,,ახალგაზრდები საქართველოში- გამოწვევები და პერსპექტივები“ წარმომადგენლებმა გაუწიეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთიან 4 ახალგაზრდა შეირჩა, მათ მინი გრანტის, კერძოდ 450 ლარის ფარგლებში ,,ლიტერატურული სალონი“ ჩამოაყალიბეს. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალში მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.