ახალციხის სამხატვრო სკოლაში თემაზე „სახელმწიფო და ძალადობა“ ნახატების გამოფენა გაიმართა, სადაც საჯარო სკოლების მოსწავლეთა 27 ნამუშევარი გამოიფინა
თემატური ნახატების კონკურსი ახალგაზრდულმა ცენტრმა იანვრის თვეში გამოაცხადა. მასში რეგიონის მასშტაბით 14 სკოლა ჩაერთო. თავდაპირველად ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. სამხატვრო სკოლაში გამოფენაზე კი სწორედ იმ მოსწავლეთა ნამუშევრები მოხვდა, რომლებმაც სკოლის კონკურსში გაიმარჯვეს.
სამხატვრო სკოლაში ჯიურიმ სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, გარდა ამისა გამოვლინდა ჟიურის სიმპათიაც.
ღონისძიების შემდეგ ეტაპზე მონაწილეებმა აღნიშნულ თემაზე, პრობლემის მოგვარების თავიანთი ხედვა უნდა წრმოადგინონ.
გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარლებში გაიმართა, რომელიც USAID-ისა და PH internacional-ის მიერ ხორციელდება. სამცხე–ჯავახეთში მას ორგანიზებას ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი უწევს.