ახალგაზრდის, სიცოცხლის გადარჩენისათვის გამართული აქცია, ცარიელი დარბაზი და გაყიდული ბილეთებით შესული მიზერული თანხა–ასეთი შედეგით დასრულდა ახალციხეში ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტი.
ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, შედგა რომელიც აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. ახალგაზრდებმა მაყურებელს სხვადასხვა სახის ფოლკლორული და ქორეოგრაფილული ნომრები შესთავაზეს, ბილეთის ღირებულება კი 2 ლარი იყო.
ორგანზატორების თქმით, ღონისძიებიდან შესულ მიზერულ თანხას მთლიანად ნიკა ნატროშვილის ანგარიშზე გადარიცხავენ. 24 წლის ახალგაზრდა მეგობრებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. იგი 6 თვეა სიცოცხლისთვის იბრძვის. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო დამოუკიდებლად, წამოდგმა არ შეუძლია. დაზარალებულს 23 ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მას ნაწლავის სინდრომი ჩამოუყალიბდა და ორგანიზმი კალორიებს ვეღარ იღებს. ნიკა ნატროშვილს სასწრაფოდ კიდევ ერთი ოპერაცია და ამერიკაში კლივლენდის კლინიკაში გაგზავნა სჭირდება. მაგრამ ოჯახს რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარაზე მეტი დახარჯა, ამის საშუალება აღარ აქვს.