„ახალწელს დაკარგულები“ – კიკალა სტუდიო“ სამცხე–ჯავახეთში ფილმს იღებს. რომელსაც ქართველი მაყურებელი საახალწლოდ იხილავს. უკვე ერთი კვირაა გადაღებები მიმდინარეობს რაბათის ისტორიულ კომპლექსშიც. ფილმის სცენარისტი ნიკა რამიშვილი, იგივე „დროფია“.
დაგეგმილი კონცერტი სამცხე –ჯავახეთის მოსახლეობისთვის, ავტობუსის
დაკარგული მძღოლი, უცნაურ მდგომარეობაში მყოფი მომღერლები და მათი
მომლოდინე პროდიუსერები მოსახლეობაში დუბლიორების ძებნას იწყებენ –ეს
ფილმის ძირითადი სცენარია.
„ახალწელს დაკარგულებს“ მთავარი გმირი არ ჰყავს. თითოეულ მონაწილეს
განსაკუთრებული ფუნქცია აქვს შეთავსებული.
სცენარის ავტორისა და რეჟისორის განმარტებით, ფილმის 90 %
სამცხე–ჯავახეთშია გადაღებული. ეპიზოდურ როლებს ადგილობრივებიც
ასრულებენ.
მაყურებელი „ახალწელს დაკარგულების“ ნახვას საქართველოს კინოთეატრებში
ორი იანვარიდან შეძლებს.