მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი დღეს, 18 დეკემბერს “თეატრი ბორბლებზე” თეატრალურ დასს უმასპინძლებს. “არტ–ცენტრის” პროექტის ფარგლებში მესხი მაყურებელი პრემიერას – სახელწოდებით “ქსელი” იხილავს. იუჯინ ო ნილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი ვახტანგ ბერიძეა.
პრემიერა 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის “კულტურული ცხოვრების გააქტიურება” ფარგლებში ხორციელდება.