6 თასი, 5 პირველი, ამდენივე მესამე და ერთი მეორე ადგილი – ეს სტუდია „სიხარულის“ მორიგი წარმატებაა. სამეჯლისო ცეკვების პატარა შემსრულებლებმა საკუთარი შესაძლებლობები სომხეთში, ქალაქ ერევანში გამართულ ღია ჩემპიონატზე გამოავლინეს. მოცეკვავეებმა წარმატებას თითქმის ყველა კატეგორიაში მიაღწიეს.
როგორც ევროპული, ასევე ლათინური პროგრამის წარდგენისას მათ ჟიურის მოწონება დაიმსახურეს და ახალციხეში მედლებით, დიპოლმებითა და თასებით დაბრუნდნენ. ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოდან ,,სიხარულთან“ ერთად ქალაქ რუსთავის ,,მარცამ“ და სომხეთის სტუდიებმა მიიღეს. სამომავლოდ, მოცეკვავეები აჭარის ჩემპიონატისათვის ემზადებიან, თებერვლის ბოლოს კი ისინი ქალაქ ქუთაისში, მონაწილეობას საერთაშორისო ჩემპიონატში მიიღებენ.