საქველმოქმედო აქცია ახალციხეში. წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველებისათვის, „ჯორჯიან მუზიკ ფროდაქშენისა“ და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პატრონაჟით, საქველმოქმედო კონცერტი- აქცია „უკეთესი მომავლისაკენ“ გაიმართა.
მას ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები შეუერთდნენ. პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 21 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადაეცათ.
ცნობილმა მომღერლებმა, სოციალურად დაუცველი ბავშვები თავიანთი შემოქმედებით გაახალისეს.ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსგავსი სახის აქტივობები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიმართება.,