კულტურა
ბრუნო მარსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს
პირველ ოქტომბერს საქართველო, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.

„15 "გრემის" ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.

ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი Doo-Wops & Hooligans მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა "გრემის" დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.

ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia- ს ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.

Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება“,
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 16 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
ასპინძა 17 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 16 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 13 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 12 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8633
EUR
EUR
1
2.8270
RUB
RUB
100
2.7636
TRY
TRY
1
0.0979
USD
USD
1
2.6832
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.