ქართველი პოეტის ანა კალანდაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სამცხხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა, რომელში მონაწილეობაც სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა მიიღეს.
ლიტერატორების აზრით, ანა კალანდაძეს წარმატებასთან ერთად, მძიმე პერიოდიც ხვდა წილად. საზოგადოების ერთი ნაწილი მას განსაკუთრებით ძველი სალიტერატურო ენის ტრადიციების მიდრეკილების გამო მკაცრად აკრიტიკებდა, მეორე ნაწილი კი სიცოცხლეშივე დიდ პოეტს უწოდებდა.
ანა კალანდაძეს დღეს, 15 დეკემბერს, 92 წელი შეუსრულდებოდა.
უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან არსებული მკითხველთა კლუბი ღონისძიებებს პერიოდულად აწყობს და სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებებს განიხილავს– აღნიშნავს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
შემდეგი ღონისძიება 20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება.