27 და 28 იანვარს "ბაკურიანობა 2017" აღინიშნება
27 და 28 იანვარს ბაკურიანში სახალხო დღესასწაული "ბაკურიანობა 2017"
აღინიშნება. ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის
აქტივობა.
ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაულის ორგანიზატორი ბორჯომის
მუნიციპალიტეტია. მის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სპორტული, ასევე
კულტურული ღონისძიებები.
27 იანვარს სპორტულ შეჯიბრებები მოეწყობა დიდველისა და
"ოცდახუთიანების" ტრასაზე, სადაც თხილამურებით სრიალი, ტრამპლინიდან
ხტომა, სნოუბორდით შეჯიბრი და სლალომი გაიმართება, პარკის ტერიტორია
კი ჰოკეის უმასპინძლებს.
შეჯიბრებები სამივე ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში 10:00-საათიდან 16:00
სთ-მდე გაიმართება.
28 იანვარს ექსტრემალური შეჯიბრებები დიდველზე 10:00 სთ-დან დაიწყება
15:00 სთ-მდე გაგრძელდება.
სპორტული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მოხდება გამარჯვებულების
დაჯილდოება, რომლის პარალელურადაც 15:00 საათზე გაიმართება კონცერტი
ბენდის - GOOFY LAND"- ისა და 18:00 საათზე ჯგუფ
,,მგზავრების"მონაწილეობით. კონცერტებს შორის სტუმრების განწყობაზე
დიჯეი იზრუნებს.
ღონისძიებას ფოიერვერკით დასრულდება.
"ბაკურიანობის" დღესასწაული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით,
ყოველ წლიურად აღინიშნება.