29 მარტს, მესხეთის თეატრში, სეზონი პრემიერით იხსნება
29 და 30 მარტს მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი მაყურებელს პრემიერას შესთავაზებს.
თეატრალური სეზონის პირველი წარმოდგენა "ჩექმებიანი კატა" იქნება, რომლის რეჟისორიც ლია სულუაშვილია.
სპექტაკლში, მოწვეული ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ფატარიძე და ადგილობრივი თეატრალური დასის მსახიობები მონაწილეობენ.
მესხეთის თეატრში განმარტავენ, რომ წარმოდგენა ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვისაა გათვლილი, თუმცა ზღაპარი ყველაზე მეტად ბავშვებს დააინტერესებთ.
პრემიერა მესხეთის თეატრში 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა, მსურველებს, თეატრის სალაროში ოთხ ლარად შეუძლიათ.