ქალაქ ახალციხის მერი ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ესწრება.
ვლადიმერ ზედგინიძესთან ერთად აზერბაიჯანში მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა AITF-2017 ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.
ბაქოში გამართულ მე-16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა ტურისტულმა კომპანიებმა მსოფლიოს მასშტაბით მიიღეს, მათ შორისაა საქართველოც.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა AITF-2017 ბაქოში 6 აპრილს გაიხსნა და 9 აპრილს დასრულდება. ქართული დელეგაცია ახალციხეში 10 აპრილს დაბრუნდება.
ახალციხის მერიის ფოტოები: