ანსამბლ "მესხეთისა" და მომღერალ ნეკა სებისკვერაძის კონცერტი ახალციხის ციხის ნაცვლად მესხეთის თეატრში გაიმართება.
ღონისძიება უამინდობის გამო გადაიტანეს. კონცერ
ტს დაესწრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, რომელიც ახალციხეში რუსთაველის დღეების ფარგლებში იმყოფება.
მიხეილ გიორგაძე ახალციხის ციხეზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებას უკვე დაესწრო. რუსთაველის დღეების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მხატვრებისა და ფოტოხელოვანების გამოფენა და სემინარი რუსთაველის თემაზე, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლოებთან ერთად რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველი პირები, რუსთველოლოგები, სტუდენტები და მოსაწავლეები დაესწრნენ.
ახალციხიდან დაიწყო მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილ ხელნაკეთ წიგნში "ვეფხისტყაოსნის" სტრიქონების გადაწერა, რომელშიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიც ჩაერთო. მასშტაბურ და სახალხო პროექტში მონაწილეობის მღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.
რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პროექტის "მრავალფეროვანი საქართველო" ფარგლებში იმართება, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.