კულტურის მინისტრმა ახალციხეში “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონები გადაწერა
"გადაწერე ვეფხისტყაოსანი" – კულტურის მინისტრი სახალხო მასშტაბურ პროექტში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მიხეილ გიორგაძემ ახალციხეში "ვეფხისტყაოსნის" სტრიქონები გადაწერა.
მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი "ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით "იმოგზაურებს". 21-ე საუკუნის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.
პროექტი რუსთაველის დღეების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ახალციხეში 15 და 16 მაისს იმართება.