"ვეფხისტყაოსნის" სტროფებს, დღეს ვარძიაში გადაწერენ
შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს დღეს, 16 მაისს, ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერენ.
სახალხო პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. პირველი სტრიქონები 15 მაისს, ახალციხის ციხეზე გადაიწერა, რომელში მონაწილება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც მიიღო.
მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი "ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით "იმოგზაურებს".