ახალციხის ციხის ამფითეატრში, მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლს “როგორც გენებოთ” გამართავს. მსურველებისთვის დასწრება უფასოა.
5 ივლისს, 19:00 საათზე ახალციხის ციხის ამფითეატრში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალციხელებს უფასო სპექტაკლს შესთავაზებს. შექსპირის პიესის „როგორც გენებოთ“ დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძეა.
მარჯანიშვილის თეატრმა ახალციხემდე ხუთი მუნიციპალიტეტი მოიარა. სპექტაკლი პირველად ზუგდიდში დაიგდა, შემდეგ კი მესტიამ ჭიათურამ, ქობულეთმა და ხულომ უმასპინძლეს. თეატრის გასტროლები ახალციხეში სრულდება
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით განხორციელდა . ადგილობრივ დონეზე ორგანიზებასა და მხარდაჭერას ქალაქ ახალციხის მერია უწევს.
თიკო კურტანიძე