ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
14:20 / 01.07.2017
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
რამდენიმე პავილიონში ქართველი და უცხოელი ხალხური რეწვის ოსტატების ხალიჩები, ფარდაგები, საკოლექციო ნიმუშები, სუვენირები და სამკაულებია გამოფენილი.
ორი დღის განმავლობაში გაიმართება ლექციები, ხალიჩისა და ფარდაგის ქსოვის გაკვეთილები, მსურველებს შალის ჩეჩვას, ძაფის დართვისა და ღებვის ტექნიკას, ქსოვისა და ქარგვის მეთოდებს უჩვენებენ.
ფესტივალში რვა ქვეყნიდან 30–მდე ხალხური რეწვის ოსტატი მონაწილეობს, რომლებიც ტრადიციულ ხელოვნებას და ქსოვის ტექნიკას წარმოადგენენ.
ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, 28 ივნისს გამოფენით გაიხსნა. 30 ივლისიდან კი ახალციხეში გადმოინაცვლა, სადაც 3 ივლისამდე დარჩება. გამოფენის დათვალიერება 10–დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
ფესტივალი პროექტ Check In Georgia - ს ფარგლებში იმართება და მიზნად ქართული ხალიჩების პოპულარიზაციას, მისი მხატვრული, ესთეტიკური, კულტურული და სოციალური როლის წარმოჩენას ისახავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.