ვარძიაში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა
ვარძიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა.
პროექტის – “ემეგობრე მემკვიდრეობას” პრეზენტაცია 15 ივლისს, ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასშტაბური ღონისძიებებით უნდა გამართულიყო, თუმცა ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, ღონისძიებები ვერ ჩატარდა.
მთელი დღის მანძილზე დაგეგმილი იყო ტრადიციული რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა, სტუმრებისთვის ძეგლის დათვალიერება, ხელოვნების სასახლის სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა, ვარძიის მხატვრობის გაწმენდა-კონსერვაციაში მონაწილეების დაჯილდოვება. ღვინისა და ტენილი ყველის დეგუსტაცია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი ,,როგორც გენებოთ,“ პროექტის ,,ემეგობრე მემკვიდრეობას“ პრეზენტაცია.
ღონისძიებისთვის ვარძიას სტუმრები სხვადასხვა კუთხეებიდან სტუმრობდნენ.