1 ივნისს ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა. #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საბავშვო კუთხეს გაეცნენ. მოეწყო ფილმის ჩვენება, რის შემდეგაც პატარები წიგნებით დაჯილდოვდნენ.
პარალელურად, საბავშვო გასართობი ღონისძიება გაიმართა ახალციხის ცენტრალურ პარკში. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა, ახალციხის მერია, კულტურის სახლი და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ახალგაზრდებისთვის მხიარული განწყობის შექმნის მიზნით გაერთიანდნენ.
ქალაქის მერიის ინიციატივით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე პატარებისთვის საბავშვო წარმოდგენა გაიმართა. ასევე, მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. საღამოს კი ქართული ხალხური ცეკვის სკოლა–აკადემიის ანსამბლმა „ნაბადი არტი” და უდისა და არალის სამრევლო სკოლის ხალხური სიმღერის გუნდმა „ირმისა“ ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
კონცერტის დასასრულს ახალციხის მერია პატარებს, ნაყინით გაუმასპინძლდა. ღონისძიების ფინანსური და ტექნიკური მხარე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო.