საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ დაიწყო, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში 4 ივნისს,12 საათზე ახალქალაქის კულტურის სახლში მწერლები გივი შახნაზარი და ანაჰიდბოსტანჯიანი ადგილობრივებს თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ და კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
ღონისძიების ფარგლებში ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართება, მოეწყობა გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მთავარი რედაქტორის ავთანდილ ბერიძის ინიციატივით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი“ პრეზენტაცია. ასევე, გაიმართება სხვადასხვა სახის გამოფენა ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის ბენდის კონცერტი კონსერვატორის რექტორის მუსიკოს რეზო კიკნაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიების დასასრულს კი ახალქალაქის სკოლებს საჩუქრად სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემათ.
პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზანი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.