“წელიწადის ოთხი დრო” – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლამ მოწვეულ სტუმრებსა და ადგილობრივ მაყურებელს წარუდგინა. მოსწავლეებმა სიმღერები, საცეკვაო ნომრები და ლექსები დამსწრე საზოგადოებას ორიგინალურად შესთავაზეს. ღონისძიების კულმინაცია სკოლის დირექტორის თამარ ქიმერიძის მიერ შექმნილი კაბების ჩვენება იყო, რომელიც ასევე, სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს.