ახალქალაქში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები. მისი დათვალიერება ახალქალაქში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.
გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა.
ახალქალაქის გარდა, უნიკალური ექსპოზიცია 11-დან 22 მაისამდე საქართველოს 8 ქალაქში ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულში იმოგზაურებს.