18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი მცირე ღონისძიებით აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ მუზეუმში. ისტორიკოსებმა ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მე–6 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლეს და მესხი საზოგადო მოღვაწეების, მამა–შვილი ივანე და კონსტანტინე გვარამაძეების ღვაწლზე ესაუბრნენ.
სამცხე–ჯავახეთში, მუზეუმის შექმნა XIX საუკუნის 80–იან წლებში, ივანე გვარამაძის სახელს უკავშირდება. ცნობილმა მესხმა საზოგადო მოღვაწემ, მის მიერ, რეგიონის მასშტაბით მოძიებული ნივთები და მასალები საკუთარ სახლში განათავსა, სადაც დამთვალიერებელს მასპინძლობდა.
დღეს, მუზეუმში შესვლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იყო. მუზეუმების კვირეული გრძელდება. პროექტის, ,,ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, 21 აპრილს, საღამოს 9 საათიდან, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ მუზეუმში, ნებისმიერ მსურველს უფასოდ უმასპინძლებენ.