ქართული ეროვნული სამოსის დღის დაწესების მოთხოვნას, ახალციხიდან ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მესხეთი“ შეუერთდა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მხარი დაუჭირეს საინიციატივო ჯგუფის იდეას, რომ საქართველოში, 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღე აღნიშნონ.
მსგავსი სახის აქცია დღეს, ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.
ანსამბლ ,,მესხეთის“ წევრებმა ვიდეომიმართვა გადაიღეს და საინიციატივო ჯგუფს, მათი მხარდაჭერის ნიშნად გაუგზავნეს.