მედია
სახელმწიფოსგან ზურგგამაგრებული მედიაკრიტიკა
არცთუ დიდი ხნის წინ, ქართულენოვანი „ფეისბუქის” სივრცეში სარეკლამო ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელშიც ბევრისთვის ნაცნობი სახეები ეთიკური ჟურნალისტიკის ანბანურ ნორმებზე – სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ინფორმაციის სიზუსტეზე, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებაზე, ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნაზე – გვესაუბრებიან. მიმართვას კახი ბექაური, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ამთავრებს და ამბობს, მედიის კრიტიკის ახალი პლატფორმა სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპებს დაეფუძნებაო.

23 დეკემბერს კომისიამ საზოგადოებას „მედიაკრიტიკის“ ვებპლატფორმა წარუდგინა, რომელიც ქართული მედიის შინაარსობრივ ანალიზსა და შეფასებს მოემსახურება. თუმცა, ბევრმა ეს ფაქტი კომისიის მიერ უფლებამოსილების გადამეტებად აღიქვა.

„მედიაკრიტიკის“ მთავარი გვერდის ხილვისას თვალში გეცემათ სათაურად გამოტანილი ფრაზა – „გვჭირდება თუ არა მედიაკრიტიკა?“. ზვიად ავალიანი, ვებგვერდის მიმომხილველი და ფრაზის ავტორი, კითხვაზე პასუხს თავად პოულობს. „საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დაუცველია, როგორც კონკრეტულად დეზინფორმაციული ნაკადების, ისე ზოგადად, ცალკეული პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის ლობისტური ჯგუფების მიერ მედიის ბოროტად გამოყენებისგან“ – ვკითხულობთ ავალიანის სტატიაში. მედიაკრიტიკას საქართველოში საზღვარგარეთიდან დაფინანსებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა, რომელთა დღის წესრიგი მოსახლეობის განწყობებსა და პრიორიტეტებს აცდენილიაო, ამბობს იგი. საერთო სურათს ყალბი ახალი ამბების (fake news) საერთაშორისო ნაკადიც ამძიმებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ავალიანისთვის აშკარაა მიუკერძოებული კრიტიკის აუცილებლობა, რომელიც საზოგადოების დაკვეთას შეასრულებს და მედიას გაჯანსაღებისაკენ უბიძგებს.

კომისიის განცხადებით, მედიის ახალი „გზამკვლევი“ დაკისრებულ მისიას ხელისუფლებისაგან ჩაურევლად შეასრულებს. თავად კომისიაც ხომ არა ბიუჯეტიდან, არამედ პირდაპირ გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან ფინანსდება, რაც დამოუკიდებლად საქმიანობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

გიორგი მგელაძე, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ (ჟურნალისტთა თვითრეგულირების გაერთიანება) აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის განცხადებას უნდობლობით ეკიდება. ის „მედიაკრიტიკასთან“ დაკავშირებულ პირებს ჩამოთვლის და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტზე მიუთითებს. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნიკაციების კომისიას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან”, გვითხრა მგელაძემ. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი უკვე გამოკვეთილ პოლიტიკურ მიკერძოებაზე მიუთითებს. მათი ყველა პუბლიკაცია წავიკითხე და ეჭვები გამიმძაფრდა, რომ სხვადასხვა მედიისადმი განსხვავებულად კრიტიკულები არიანო, უთხრა მგელაძემ „სამოქალაქო საქართველოს“. მაგალითად, მგელაძის დაკვირვებით, მედიის კრიტიკის ახალ პლატფორმაზე უფრო კრიტიკულები „მთავარი არხის“ მიმართ არიან, „იმედის“ მიმართ კი შედარებით რბილი დამოკიდებულება აქვთ.

მედიაწიგნიერების ქურქში გადაცმული ცენზურა?
2017 წლის დეკემბერში „მაუწყებლობის“ შესახებ კანონში ახალი ჩანაწერი გამოჩნდა, რომლის ძალითაც კომისიამ მედიაწიგნიერების გასავრცელებლად ახალი მანდატი შეიძინა. კომისიის თავმჯდომარეს ნიმუშად გერმანიის გამოცდილება მოჰყავს, სადაც სახელმწიფო ორგანომ (die Medienanstalten) მსგავსი ფუნქციები შეითავსა.

თამარ კინწურაშვილს, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, კანონში შესული ცვლილების მოტივაცია აეჭვებს. მისი თქმით, გერმანიაში მარეგულირებლის ფუნქცია თავად მომხმარებლის [მოქალაქეების] მედიაწიგნიერების უნარებით აღჭურვაა და არა – ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაბამისი გერმანული სტრუქტურა არ ცდილობს მედიის შინაარსის მეთვალყურეობასა და გამოხშირვასო, ამბობს კინწურაშვილი. მისთვის „მედიაკრიტიკის“ საკადრო შემადგენლობაც მიუღებელია. „კრიტიკოსთა შორის აღმოჩნდა ზვიად ავალიანი – „ობიექტივის“ მენეჯერი – ტელევიზიის, რომელიც მედიაში არსებული ყველა სახის პრობლემის ილუსტრაციაა, სიძულვილის ენა იქნება ეს, თუ – ანტიდასავლური განწყობები“, თქვა კინწურაშვილმა.

ია ანთაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელიც ხსენებულ ვიდეორგოლში მონაწილეობს, „მედიაკრიტიკაში“ საფრთხეს ვერ ხედავს. „პლატფორმა თვითრეგულაციის მექანიზმია, რომელსაც ერთი ძალიან დადებითი, ღერძული იდეა აქვს. თუ ეს იქნება მექანიზმი, რომელსაც ვინმე პოლიტიკური ან სხვა ინტერესებით გამოიყენებს, ის უბრალოდ ვერ იმუშავებს“, გვითხრა მან და დასძინა, რა გავლენა ექნება მას საზოგადოებასა და მედიაზე, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პატიოსნად და ხარისხიანად იმუშავებენო.

საით გვიხმობს ევროპა?
შესაძლებელია, საგანგაშო მართლაც არც არაფერია და ახლადშობილი პლატფორმაც მხოლოდ მედიის უვნებელ „გამაჯანსაღებელ“ საშუალებად დარჩეს. თუმცა, ჟურნალისტების ნაწილს არა თავად „მედიაკრიტიკა“, არამედ ხელისუფლების მიერ მედიის მიმართ გატარებული ხისტი პოლიტიკა აშფოთებს. ეს იმ ფონზე, როცა საპარლამენტო არჩევნები კარსაა მომდგარი.

მგელაძე ჩვენთან საუბრისას მედიის რეგულირების კიდევ ერთ მცდელობას ახსენებს, რომელიც მიზნად კომისიის უფლებამოსილების გაფართოებას ისახავს. დღეს მოქმედი „მაუწყებლობის“ კანონი მედიაში „სიძულვილის ენის“ გამოყენების გასაჩივრებას მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმებს ანდობს, ამ მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიასა თუ რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება კი დაუშვებელია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირმა მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ მასალის შესახებ (თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ილახება) შეუძლია სასამართლოს მიმართოს, მაგრამ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება.

2018 წლის დეკემბერში პარლამენტში კომისიამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც გასაჩივრების მექანიზმის შეცვლას ისახავდა მიზნად. ამ წინადადების მიხედვით, კომისიას მაუწყებლის თვითრეგულაციის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა უნდა შეძლებოდა, რაც შემდეგ თავად კომისიაში ან სასამართლოში შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო. შედეგად, თუკი აღნიშნული კანონპროექტი გავა, მაუწყებელს შესაძლოა ფინანსური სანქცია დაეკისროს, ხოლო ჰიპოთეტური სცენარით, ლიცენზია/ავტორიზაციაც კი გაუუქმდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია – „მედია ადვოკატირებისთვის“ – დაუშვებლად მიიჩნევს მაუწყებლობის თვითრეგულირებისთვის მიკუთვნებული საკუთრების სახელმწიფო რეგულირებაში გადატანას და კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკს ხედავს. კომისიის განმარტებით განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილება აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების აღსასრულებლად, რადგანაც 2010 წლის ევროდირექტივა თვითრეგულაციის მექანიზმის სახელმწიფო კონტროლს (state control) ითვალისწინებს.

კინწურაშვილის თქმით, „სიძულვილის ენა“ მრავალ ევროპულ ქვეყანაში მართლაც სისხლის სამართლის კანონით ისჯება, თუმცა ევროპული ნორმის საქართველოში გადმოწერისას ის ხედავს საფრთხეს, რომ ქართული სასამართლო „ენას“ სუბიექტური ინტერპრეტაციით მოეკიდება. კინწურაშვილის აზრით, იქ, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არაა და პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარება, მაღალია ალბათობა, რომ ხელისუფლება შესაძლებლობას ბოროტად გამოიყენებს და მედიის შინაარსობრივ საკითხებში შეიჭრება.

„პლურალისტური, მაგრამ არა – დამოუკიდებელი“
გასულ წელს გამოქვეყნებული „პრესის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, „ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა არა – დამოუკიდებელი“. მედიის ლანდშაფტის ასეთ შეფასებას ნაწილობრივ იზიარებს ია ანთაძე: „მედია, რა თქმა უნდა, პლურალისტურია. ახლა თქვენ რომ ჩამოყვეთ პულტს, იმდენ ქართულ არხს იპოვით, თემატურს და არათემატურს, რომ შეიძლება გაოცდეს ადამიანი, რომ ერთ ქვეყანას აქვს ამდენი ტელევიზია და თანაც ისეთი, რომელზეც ხელი მიუწვდება საქართველოს მოსახლეობას“.

კინწურაშვილი კი მიიჩნევს, რომ 2012 წელთან შედარებით მედია მართლაც უფრო მრავალფეროვანია, მაგრამ დასძენს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სახელისუფლებო წნეხი უფრო და უფრო გაძლიერდება.

მთელს ამ ამბავში ეჭვს ერთი რამ არ იწვევს – მედიის თავისუფლების საკითხი 2020 წელს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.

წყარო: civil.ge
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 11 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 10 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 8 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnanojojobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanebetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahismesleki yeterlilik belgesisigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetcasibomsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwincasibomgrandpashabetMatadorbettruvabetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyonmarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetjojobetSahabetbetturkeyxslotstarzbet holiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltbaywinbets10goldenbahisbetasuslimanbetgoldenbahisrestbetmeritkingmarsbahis