მზია ამაღლობელის პროცესიდან ნესტან ცეცხლაძე და ზვიად ქორიძე დარბაზიდან გააძევეს
ხმაური იყო ბათუმის საქალაქო სამამართლოში, სადაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე იმსჯელა.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ ჟურნალისი ნესტან ცეცხლაძე და მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე სხდომის დარბაზიდან გააძევა.
„თქვენ ხართ სანქცირებული მოსამართლე“ - უთხრა ცეცხლაძემ მოსამართლეს, ვიდრე ის დარბაზს დატოვებდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძე დაიკითხა.
,,ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში" - განაცხადა დგებუაძემ.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სილის გაწვნის შედეგად "ტკივილი განიცადა".
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.