"რუსთავი 2"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მაუწყებელი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი "კურიერის" ერთ-ერთი ჟურნალისტია.
ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.