112-მა მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ჩაატარა
23:18 / 28.05.2015
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა 2015 წლის 27-28
მაისს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ მედიატური გამართა.
მედიატურში მონაწილეობა საქართველოს რეგიონალური მედიის 20-ზე მეტმა
წარმომადგენელმა მიიღო. „112“-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი
იყო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ
გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის შესახებ და „112“-ის
წარმომადგენლებისაგან დასრულებული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტების
შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. მედიატურის ფარგლებში
რეგიონალური მედიის წარმომადგენლები „112“-ის მუშაობის სპეციფიკას
გაეცნენ, გაიგეს თუ რა სიახლე დანერგა „112“-მა იმისათვის, რომ ყრუ და
სმენადაქვეითებულ პირებს შეეძლოთ გადაუდებელი დახმარების ნომერთან
დამოუკიდებლად წვდომა. ასევე შეიტყვეს, რა ღონისძიებები ჩატარდა
„112“-ის ცნობადობის გაზრდისა და მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისის
შეთავაზების კუთხით. დეტალურად განიხილეს თუ რა ცვლილებები შევიდა
კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი და ცრუ ზარის
განხორციელების შემთხვევაში. მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები
„112“-ს ესტუმრნენ, ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ
ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და ზარის მიღებისა და შეტყობინების
დამუშავების პროცესს დააკვირდნენ. შეხვედრის დასასრულს, შინაგან
საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
დირექტორმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილმა „112“-ის მიერ ორგანიზებული
მედიატურის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა 2015 წლის
27-28 მაისს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ მედიატური
გამართა. მედიატურში მონაწილეობა საქართველოს რეგიონალური მედიის
20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. „112“-ის მიერ მედიატურის
ჩატარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ინფორმაცია
ჰქონოდათ გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის შესახებ და
„112“-ის წარმომადგენლებისაგან დასრულებული, მიმდინარე თუ სამომავლო
პროექტების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
მედიატურის ფარგლებში რეგიონალური მედიის წარმომადგენლები „112“-ის
მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, გაიგეს თუ რა სიახლე დანერგა „112“-მა
იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შეეძლოთ გადაუდებელი
დახმარების ნომერთან დამოუკიდებლად წვდომა. ასევე შეიტყვეს, რა
ღონისძიებები ჩატარდა „112“-ის ცნობადობის გაზრდისა და მოქალაქეთათვის
უკეთესი სერვისის შეთავაზების კუთხით. დეტალურად განიხილეს თუ რა
ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი
არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში.
მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები „112“-ს ესტუმრნენ, ქოლ-ცენტრი
დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და
ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს
„112“-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილმა „112“-ის
მიერ ორგანიზებული მედიატურის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები
გადასცეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.