SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
მედია
მესენჯერები, სადაც წესით სუს-ი ვერ მოგისმენთ
რომელია შედარებით დაცული მესინჯერები, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საუბარი და რომელზეც სუს-ი ვერ მოგისმენთ. ცხადია, ამის გარანტია ძნელია ვინმემ გასცეს, თუმცა მას შემდეგ, რაც 13 სექტემბერს, გავრცელებულ ჩანაწერებში, რომელიც სავარადუდოდ სუს-იდან გაჟონილი ფაილებია, საკუთარი თავი სულ უფრო მეტმა პირმა ამოიცნო, ადამიანებმა დაცული ქსელების ძებნა დაიწყეს.

გაჟონილი ფაილები ცხადი გახდა, რომ სატელეფონო მოსმენის გარდა ნაწილს უთვალთვალებდნენ სკაიპსა და ფეისბუკის მესენჯერში.

გთავაზობთ, რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ მასალას, უსაფრთხო ქსელების შესახებ.

,,იმისთვის, რომ წაიკითხოს თქვენი მიმოწერა, სუს-მა ან ნებისმიერმა სხვა მოთვალთვალემ უნდა გააკონტროლოს თქვენი ინტერნეტკავშირი, ანდაც შეაღწიოს თქვენს მოწყობილობაში.

თუკი ამ უკანასკნელზე უკვე დაყენებულია Pegasus, ან მსგავსი ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მას მთლიანად აკონტროლებს, მაშინ უსაფრთხო მესენჯერებიც კი ვერ დაგიცავთ. თუ არადა, არსებობს საიმედო ალტერნატივები.

ციფრული უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ - თუკი თავისუფლად ლაპარაკი გსურთ, ნუ გამოიყენებთ ფეისბუკის მესენჯერს, ინსტაგრამსა და სკაიპს. იმას თავი დავანებოთ, რომ ისინი თქვენს პირად მონაცემებს ყიდიან თქვენთვის რეკლამის უკეთ „დასამიზნებლად”. პრობლემური სხვა რამეა - მიმოწერა დაშიფრული არ არის.

ყველაზე დაცული ის საკომუნიკაციო არხებია, რომლებიც ინფორმაციის მიღება-გადაცემისას „ორმხრივი დაშიფვრის” (End-to-end encryption) ტექნოლოგიას იყენებენ. ამ ტექნოლოგიის წყალობით, თქვენს შეტყობინებას წაიკითხავთ მხოლოდ თქვენ და მისი ადრესატი. როგორ? საქმე ისაა, რომ შეტყობინება გაგზავნისას იშიფრება, იტვირთება სერვერზე და იქიდან იგზავნება ადრესატთან, რომელსაც შიფრის მოსახსნელი გასაღები აქვს.


დაშიფრული ელექტრონული ფოსტის (მაგალითად, Protonmail-ის) შემთხვევაში, მოსაუბრეებმა ჯერ გასაღებები უნდა გაცვალონ. მესენჯერებში კი შიფრაცია ავტომატურად ხდება.

ამ ტექნოლოგიას დღეს არაერთი მესენჯერი იყენებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

Signal

ციფრულ სივრცეში გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლის, ამერიკელი მოქსი მარლინსპაიკის მიერ შექმნილი მესენჯერი სულ უფრო პოპულარული ხდება.

ყველაფერი, რასაც ამ მესენჯერში აგზავნით (ტექსტი, სურათები, ვიდეო და სტიკერები), ორმხრივადაა დაშიფრული. გარდა ამისა, დაცულია აუდიო და ვიდეო ზარები. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სპეციალური ფუნქცია ჩართოთ და შეტყობინებები გარკვეული დროის შემდეგ წაიშლება. ამასთან, პარამეტრებს თუ შეცვლით, თქვენ მიერ გაგზავნილი ფოტოები და ვიდეოები პირველივე გახსნის შემდეგ გაქრება. როგორც ინსტაგრამში.


აპლიკაცია უფასოა. იგი არ ინახავს და არ ყიდის თქვენს მონაცემებს. მისი თავდაპირველი კოდი კი საჯაროა. მესენჯერის დაყენება შეგიძლიათ როგორც ანდროიდსა და აიფონზე, ისე პირად კომპიუტერებზე.

სიგნალის გამოყენებისკენ სხვებს მოუწოდებენ ტესლას მფლობელი ილონ მასკი და აშშ-ის თავდაცვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც ხელისუფლების უკანონო მოსმენის გრანდიოზული სქემა გაასაჯაროვა.

Wire

შვეიცარიულმა კომპანია Wire Swiss-მა აპლიკაცია 2014 წლის 3 დეკემბერს გამოუშვა. 2016 წლის მარტიდან მიმოწერაცა და ზარებიც Wire-ში ორმხრივადაა დაშიფრული.

აპლიკაციის უფასო ვერსიაში შეგიძლიათ დაურეკოთ ერთდროულად 25 ადამიანს, ვიდეოკონფერენცია კი „დაიტევს” 12 მომხმარებელს. არსებობს ფასიანი ვერსიაც, რომელიც ორგანიზაციებზეა გათვლილი.

Wire-ის მტკიცებით, ის არ ყიდის მომხმარებელთა მონაცემებს მესამე პირებზე. ხელმისაწვდომია ტელეფონებისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის.

Telegram

2013 წელს იგი შექმნეს რუსული სოციალური ქსელის, ვკონტაქტეს შემქმნელებმა, ძმებმა ნიკოლაი და პაველ დუროვებმა.

2014 წელს, ზეწოლის შედეგად, მათ ვკონტაქტე ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირებს მიჰყიდეს და მას შემდეგ, მთელი ყურადღება მესენჯერზე გადაიტანეს. 2017 წელს Telegram-ის გუნდი დუბაიში გადავიდა.
თქვენი ანგარიში უნდა მიაბათ ტელეფონის ნომერს და მართალია, Telegram-ის გამოყენება პერსონალურ კომპიუტერშიც შეგიძლიათ, მაგრამ საამისოდ სმარტფონი დაგჭირდებათ.

მიმოწერა და ფაილები (თითოს მაქსიმალური მოცულობა - 2 გიგაბაიტი), რომელსაც Telegram-ში აგზავნით და იღებთ, ე.წ. ღრუბელზე ინახება. ანუ მათზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან გექნებათ.

ტელეგრამის კიდევ ერთი ფუნქცია ე.წ. არხებია. 2020 წელს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ლუკაშენკას რეჟიმმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა. ხელისუფლების ცენზურისგან დაცულ ინფორმაციას აქციების შესახებ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ტელეგრამის არხებით ცვლიდა.

2020 წლის აპრილში ტელეგრამმა განაცხადა, რომ დღეში მას 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Teams

მაიკროსოფტის მიერ 2017 წელს შექმნილ პროგრამაში ასევე შეგიძლიათ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და კონკრეტულ ადამიანთან ლაპარაკი, თუმცა მისი მთავარი ფუნქცია ჯგუფური ზარების მოწყობაა.

2021 წლის აპრილში, მაიკროსოფტის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აპლიკაციას დღეში 145 მილიონი ადამიანი იყენებს.

რაც შეეხება WhatsApp?

ამ აპლიკაციასთან ციფრული უსაფრთხოების ექსპერტებს და უბრალო მომხმარებლებს ბოლო წლებში სულ უფრო მეტი კითხვა და ეჭვი უჩნდებათ. 2014 წლიდან მოყოლებული აპლიკაციას Facebook-ი ფლობს. 2020 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია მესენჯერის მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომას მიიღებს.

გარდა ამისა, Whatsapp არაერთხელ გამხდარა ჰაკერული თავდასხმების სამიზნე და მასში სისუსტეები არაერთხელ აღმოუჩენიათ".
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetnycbahisbetigma girişbetciotürk ifşa킹콩티비kayseri escort스마일퀄리티holiganbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmahttps://www.teestaurja.com/holiganbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereaCasibomdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetsekabetjojobetmarsbahisgoogle hit botuKulisbetcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetparkthailand digital arrival cardвсе казиноcratosroyalbet giriş1xbet girişcratosroyalbetcasibomMatbetbets10kingroyal girişmatbetextrabetjojobet girişjojobet girişselcuksportsjojobetmarsbahispaşacasinocasibombets10jojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetcratosroyalbetjokerbetsekabetKulisbetmagic mushroomsholiganbettaraftarium24royalbet girişjojobet girişStreameastkiralık hackermatbetmatbetcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomjojobetlunabetultrabet girişsahabetholiganbetjojobetpusulabetholiganbetlunabetdeneme bonusu veren yeni sitelerholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomonwincasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantjojobet girişpusulabetjojobetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekbonisabetikimislicasibomholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelercasibomjojobet