მედია
"უცხოური გავლენის აგენტი" - დამოუკიდებელი ინსტიტუციების კონტროლი რუსული კანონით
ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის ყოფილი დეპუტატებისგან დაფუძნებულმა მოძრაობამ – „ხალხის ძალამ“ მოამზადა და უკვე დაარეგისტრირა, კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდიც იზიარებს.


ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ამ ინიციატივამ საქართველოში სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების კრიტიკა დაიმსახურა. მათთვის ეს კანონპროექტი არის მცდელობა, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციები ხელისუფლებამ კონტროლ ქვეშ მოაქციოს.

,,ცალსახად, ამ კანონის მიღებით ხელისუფლებას უნდა გარკვეული ზეწოლა მოახდინოს მისთვის არასასურველ მედიასაშუალებებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ძალიან დიდ კითხვებს აჩენს კანონპროექტში გათვალისწინებული ჯარიმები. პროექტების შესახებ ინფორმაციას არ ვმალავთ, საჯაროა. ყველა ორგანიზაციას ვებ-გვერდზე უწერია, ვინ აფინანსებს. საგადასახადოში ბოლო თეთრამდე ანგარიში ბარდება ამ პროექტის თანხების“, - ამბობს გია ანდღულაძე, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი. ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ორ ათეულ წელზე მეტია სამცხე-ჯავახეთში დონორი ორგანიზაციების დახმარებით არაერთ პროექტს ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.

პროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით. ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.

„როდესაც იძახიან, რომ არ შეიძლება ამ რეესტრში დარეგისტრირდეს სახელმწიფოს მიერ შექმნილი ა(ა)იპ და ორგანიზაციები, ეს კითხვებს რატომ არ გიჩენთ? მუნიციპალიტეტები, სამინისტროები, პარლამენტის კომიტეტები მილიონებს იღებენ დონორი ორგანიზაციებისგან, რატომ არ უნდა იყვნენ ამ რეესტრში?“ - ამბობს ანდღულაძე.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ფიზიკური პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

„საუბარია ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელ თემაზე. მე მეგონა, რომ არც კი დარეგისტრირდებოდა ეს კანონპროექტი. რატომ არ მიიღეს ეს კანონი წლების წინ? რატომ დადგა ახლა დღის წესრიგში, როცა კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ? ეს გონივრულ ეჭვს ბადებს, მიმართულია იმისკენ, რომ ამან შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ. რამდენი ნაბიჯით გვხევს უკან, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი. ეს ძალიან ბოროტი განზრახვაა საკუთარი ხალხის წინაშე. ჩვენთვის ყველაზე მთავარი თავისუფლებაა და ამ კანონპროექტით სწორედ ეს იზღუდება“, - ამბობს ცირა მესხიშვილი, ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი.

უცხოური აგენტების გამოსავლენად კანონპროექტი ე.წ. დასმენის მექანიზმსაც ითვალისწინებს. მე-8 მუხლის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა. ამის დაწყების საფუძველი იქნება:
  • იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
  • იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება ექნება მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.

70-მდე მედიაორგანიზაციამ საერთო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ დაუშვებლად მიიჩნევენ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მიღებას. მიღების შემთხვევაში კი, ისინი არ აპირებენ „უცხოელი გავლენის აგენტებად“ დარეგისტრირებას.

„მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს. ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას“, - წერია განცხადებაში.
კანონპროექტი ართულებს სამოქალაქო სექტორის საქმიანობას, მისი მიზანი მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაჩუმებაა - ამბობენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ხელმძღვანელები. მათი განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ საქართველოში ისევე განვითარდება მოვლენები, როგორც რუსეთში - ხელისუფლება გამოიყენებს ყველა საშუალებას, რომელიც დამოუკიდებელ მედიას გააქრობს.

„ეს კანონი თავისი არსით ემსახურება ერთ ამოცანას - საქართველო მოსუფთავდეს ისეთი ორგანიზაციებისგან, რომლებიც აკონტროლებენ ხელისუფლების საქმიანობას, არიან კრიტიკულები, რომლებიც აწვდიან საზოგადოებას დაბალანსებულ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სახელწოდება - უცხოეთის გავლენის აგენტი. ყველამ კარგად ვიცით როგორია საქართველოში სიტყვა „აგენტის“ გარშემო საზოგადოების აღქმა. ამით ცდილობს ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის და მედიის დემონიზებას. ცდილობს, რომ საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციებზე წარმოდგენა იყოს უარყოფითი“
, - ამბობს „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი. მისი თქმით, კანონპროექტის ავტორების არგუმენტი, რომ საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-ის ანალოგია, მოფიქრებულია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის და შეცდომაში შესაყვანად, რადგან აშშ-ში კანონის სამიზნე არ არის დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

„კანონში ჩადებულია, რომ ხელისუფლებას არასასურველ ორგანიზაციებში ნებისმიერ დროს შეუძლია შეუშვას აუდიტი, რომელსაც ექნება წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზეც. რომელი ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებაც მოუნდებათ, ანონიმური წერილების საფუძველზე მოხდება მისი აუდიტირება და სურვილის შემთხვევაში, დაჯარიმდება. საბოლოოდ, ძალიან ბევრი ორგანიზაცია შეიძლება მივიდეს ლიკვიდაციამდე“.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული მედიასაშუალებების შემოსავლის ძირითადი წყარო საერთაშორისო დონორების გაცემული გრანტებია. მედიამენეჯერები თვლიან, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დამოუკიდებელ მედიასაშუალებები დახურვის საფრთხის წინაშე დადგებიან. ვეღარ გაშუქდება რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი საკითხები. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეაჩერებენ პროექტებს, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების გაძლიერებისკენ.

„სულ ვფიქრობდი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, როცა ღამეებს ვათენებდი და პროექტებს ვწერდი. ვაკეთებდით იმაზე მეტს, ვიდრე პროექტით გვევალებოდა, რადგან ვმუშაობთ არა დონორებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ და ჩვენი მსგავსი მედიები არიან დონორებზე დამოკიდებული. არ გვაქვს ჩვენი ფინანსები, ჩვენ არ ვართ ბიზნესი. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დონორები გამოდიან აგენტების დამფინანსებლები, ამიტომ საქართველოში მედიისთვის და ენჯეოებისთვის პროექტები შემცირდება. ამის გამო, შეიძლება ჩვენნაირი მედიასაშუალებები დაიხურონ“, - ამბობს jnews.ge-ს რედაქტორი რიმა ღარიბიანი. მედიასაშუალება ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას რეგიონის ახალ ამბებს მათ მშობლიურ ენაზე აწვდის.

„ეს კანონი არ არის მიმართული საჯაროობისკენ და გამჭვირვალობისკენ, რადგან ვებ-გვერდზე ისედაც დევს, ვინ არიან ჩვენი დონორები. ეს ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ისედაც შეუძლია მოიძიოს. ფინანსურად ისედაც ყველაფერი აღრიცხულია. ქართული კანონმდებლობის დაცვით ვიღებთ თითოეული ჩვენგანი ხელფასს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს კანონი არის სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებისკენ მიმართული“, - გვითხრა მედიასახლ „სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორმა გულო კოხოძემ.

ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს დასავლელი პარტნიორები და დიპლომატებიც გამოეხმაურნენ. აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ ხალხის ძალის მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსული კანონის მსგავსია. „წარდგენილი პროექტი არ ჰგავს შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონს, ის არის რუსული კანონის მსგავსი. ჩვენ ვიცით, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს“.

კანონპროექტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. "ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დავუჭერ, კანონი რუსეთის მოდელს გვაახლოებს".

რას გულისხმობს რუსული კანონი

  • 2012 წელს რუსეთმა მიიღო კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში დახურეს და შეავიწროვეს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. წლების განმავლობაში კანონი მკაცრდებოდა და შეეხო ქველმოქმედების და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს, უფლებადამცველებს, აქტივისტებს და მედიას. დღეს ამ სტატუსს ანიჭებენ ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელიც ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
  • 2017 წელს კანონში „მასობრივი ინფორმაციის შესახებ“ შეიტანეს ცვლილებები, რომლის თანახმად უცხოური მედიასაშუალებები გამოცხადდნენ „უცხოურ აგენტებად“. კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში „უცხოური აგენტების“ რეესტრში რუსეთმა შეიყვანა „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფლება“ და მისი რეგიონული პროექტები, ტელეარხი „Настоящее время.“
  • 2019 წელს „მედია - უცხოურ აგენტებს“ გაუთანაბრეს რიგითი ადამიანები, გააფართოვეს კანონის მოქმედების არეალი და დაიწყეს ამ სტატუსის მინიჭება ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ „მედია - უცხოური აგენტების“ შექმნაში, ან ავრცელებდნენ მათ მასალებს და ამავდროულად, ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან.
  • 2021 წლის ბოლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით გააუქმეს უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი“ და „საერთაშორისო მემორიალი“. ორგანიზაციების ლიკვიდაციის ინიციატორი იყო რუსეთის პროკურატურა, რომელმაც ორგანიზაციები „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.
  • 2022 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც „უცხოელ აგენტებად“ აცხადებს ყველას, ვინც უცხოეთიდან იღებს მხარდაჭერას ან „სხვა ფორმით მოქცეულია უცხოური გავლენის ქვეშ“, თუნდაც არ იღებდეს უცხოურ დაფინანსებას. ასეთი ადამიანებისათვის ახალი შეზღუდვები დაწესდა. გარდა ამისა, კანონმა გააჩინა ცნება „ფიზიკური პირები, აფილირებულები უცხოელ აგენტებთან“. ამ კატეგორიაში ექცევიან იმ ორგანიზაციების დამფუძნებლები, ხელმძღვანელები, წევრები ან თანამშრომლები, რომლებიც გამოცხადებულები არიან „უცხოურ აგენტებად“. აფილირებული პირებისთვის“ ცალკე რეესტრია შექმნილი.
ამის გარდა, რუსეთში მოქმედებს კიდევ ერთი კანონი „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ, რომელიც 2015 წელს მიიღეს. ამ კანონით, რუსეთის გენპროკურატურას უფლება აქვს ეს სტატუსი მიანიჭოს ნებისმიერ უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, თუკი ის ჩათვლის, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა საფრთხეს უქმნის „რუსეთის კონსტიტუციურ წყობას, თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასული დეპუტატები არიან, პროექტს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს. ამის ფონზე, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ბრძოლას არ წყვეტენ. თუ კანონპროექტი მაინც დამტკიცდა, მას არ დაემორჩილებიან, რადგან მათი განმარტებით, ის არაკონსტიტუციურია და ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციების არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული. 
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 6 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 21 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 12 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9000
EUR
EUR
1
2.8756
RUB
RUB
100
2.9082
TRY
TRY
1
0.0827
USD
USD
1
2.6910
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekakbetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegelkavbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetlunabetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişonwinbetparkparibahis+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoMeritkinggrandpashabet twitterbetvolebets10onwincasibomcasibomqueenbetMatadorbetbetkanyon giriştruvabetdumanbet girişcasibomtümbetCasinoMetropol bettiltgrandbettingBetturkey TwitterklasbahiskalebetPerabetholiganbetinterbahislimanbetbetticketbaywinmariobettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasjojobettümbetbetboobayspinDeneme bonusu veren sitelercasibom