რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინაში მებრძოლ ხუთ დაქირავებულ ქართველ მებრძოლზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ხოლო საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მსგავსი ბრალდება წაუყენეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.
„უცხოელი დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ ადრე დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.
მათივე მტკიცებით, მოიპოვეს მტკიცებულებები საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის „ქართულ ეროვნულ ლეგიონში“ მონაწილეობის შესახებ და მათ მსგავსი ბრალდება წაუყენეს.