სამართალდამცველებმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენეს
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლი გაუშვეს.
სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.
შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა აქციის მონაწილეებს, მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ.
აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ. სპეცრაზმის წინ მოქალაქეებმა საქართველოს დროშები გაშალეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათი ქმედება მშვიდობიანია და დაშლას არ აპირებენ. აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.
ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შესასვლელებთან სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. სპეცრაზმელებმა ქუჩა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას არ აძლევენ პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „რუსებო“, მონებო“.