პირველი არხის ოპერატორი რობიზონ მაქაძე გარდაიცვალა
გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ტელეოპერატორი რობიზონ მაქაძე.
რობიზონ მაქაძე საქართველოს პირველ არხზე 1983 წლიდან მუშაობდა, 1996 წლიდან კი სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ოპერატორი იყო.
ახალციხის "მეცხრე არხი" მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს რობიზონ მაქაძის გარდაცვალების გამო.