როდესაც საქმე ეხება უმცირესობებს, საინფორმაციო ვაკუუმი მეტია - სამოქალაქო და მედია სექტორი დეზინფორმაციის შესახებ
14:03 / 06.12.2023
სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების ჩართულობით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სამი მხარის წარმომადგენლებმა მათსავე რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ტრენინგები ახალგაზრდებში, ინფორმაციის მიწოდება დასავლური ღირებულებების შესახებ და თვითმმართველობის საკითხებში თემის აქტიური ჩართულობა - ეს ის საკითხებია, რომელზეც ჩეხური ორგანიზაცია NESEHNUTI -ის პროექტის ფარგლებში სამივე ორგანიზაციამ იმუშავა.
,,ძირითადი პრობლემა ჩვენს რეგიონში ის გახლავთ, რომ სხვადასხვა არხებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ევროკავშირის, ზოგადად დასავლეთისა თუ სხვა მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მედიის, სამოქალაქო სექტორის, თვითმმართველობების ერთობლივი მუშაობა, რომ დეზინფორმაციას და პროპაგანდას ეფექტურად ვებრძოლოთ. გარდა ამისა, პროლემაა ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობა. მოქალაქეებმა არ იციან რატომ არის საჭირო იგივე საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მათგან წამოსული ინიციატივა და ა.შ. ამ კუთხით განსაკუთრებით მწვავეა პრობლემა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ჩვენ მომზადებული მასალებით, შეხვედრებით, ვცდილობთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ინფორმაციის გარჩევა, იყვნენ ინფორმირებული აქტიური მოქალაქეები" - აცხადებს მედია ცენტრ ,,კახეთი - MCK"-ის ჟურნალისტი მაკა ხაზიური.
მედიის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით კომპატურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში, როდესაც საქმე ეხება უმცირესობებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ რეგიონებში საინფორმაციო ვაკუუმი მეტია" - ამბობს რაშან ზიადალიევი, რომელიც სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელია ქვემო ქართლში.
,,დონორზე მორგებული პროექტები, რის გამოც მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხშირად უწევთ ერთი საკითხიდან მეორე საკითხზე გადართვა, ამიტომ სტაბილურად და ინტენსიურად მუშაობა უჭირთ. ამიტომ, არამდგრადია ორგანიზაციები და მათი მუშაობაც შედარებით ისეთი ეფექტიანი არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პროექტების განხორცილება" - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირის დირექტორი რუსუდან გვარამაძე.
გამართულ ვებინარზე სამივე რეგიონის სამოქალაქო და მედია სექტორის წარმომადგენლებმა ისეთ პრობლემებზე იმსჯელეს, როგორიც არის საზოგადოების ნაკლები ჩართულობა თვითმმართველობის საკითხებში, დეზინფორაციისა და პროპაგანდის გამომწვევი მიზეზები და შედეგები და საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების როლი არსებული გამოწვევების გადაჭრის საკითხებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.