მედია
TV9NEWS.GE-ს მასალამ მედიაკონკურსში გაიმარჯვა
Tv9news.ge-ზე გამოქვეყნებული მასალა “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ, სურსათის უვნებლობის საკითხებზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. მულტიმედია ნამუშევრის ავტორი რუსუდან გვარამაძეა, რომელმაც პირველი ადგილი საუკეთესო სტატიის კატეგორიაში აიღო. მასალა ეხება რძის ნაწარმის ხარისხის კონტროლს, ბაზარზე არსებულ პირობებსა და გამოწვევებს.
ჟიურიმ გამარჯვებულები საუკეთესო სტატიის და სიუჟეტის კატეგორიაში გამოავლინა.
საკონკურსო მასალები შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმით - თემის აქტუალურობა, საკითხის სიღრმისეული განხილვა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების და გენდერული ბალანსის დაცვა, შემოქმედებითობა და სხვ.
კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამამ, ევროკავშირისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში გამოაცხადა. კონკურსის მიზანი იყო სურსათის უვნებლობის მიმართულებით სამოქალაქო განათლების, მონიტორინგისა და მონაწილეობის დონის გაზრდა.
კონკურსში გამარჯვებული მასალა მომზადდა USAID Media Program/USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით.
გამარჯვებული მასალა შეგიძლიათ ნახოთ: რძის ნაწარმის "შავი ბაზარი" - ვინ იცავს მომხმარებელს
გააზიარეთ :