სჯს უნივერსიტეტსა და კომუნიკაციების კომისიას შორის შეთანხმება გაფორმდა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი COMCOM-ის წევრმა ნათია კუკულაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტები განხორციელდება, ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მასტერკლასები, დაგეგმილია თემატური და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება.