მედია
NGO-ები რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ
საქართველოს ახალგაზრდა იუსისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ.
როგორც „საია“აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად.
მათი განცხადებითვე, ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული კანონი, აქვს შესაძლებლობა გახდეს მოსარჩელე და მოაწეროს ინიციატივას ხელი.
განაცხადის ფორმა გასაჩივრების მსურველი ორგანიზაციებისთვის: https://shorturl.at/SOaTa
ინფორმაციის გაგზავნის ბოლო ვადაა: 15 ივნისი, 2024 წ.
გააზიარეთ :