მედია
Tv9news.ge-ს საიტი 2024 წელს მესამედ გატეხეს
Tv9news.ge -ს საიტი ბოლო ექვს თვეში მესამედ გატეხეს. ამჯერად დღენახევრიანი მცდელობის შემდეგ მოხერხდა ვებგვერდის ნაწილობრივ აღდგენა.
თავდაპირველად ვებგვერდი 2024 წლის 1-ლ მარტს გატეხეს. მაშინ სპეციალისტებს დაახლოებით ორი დღე დაჭირდათ საიტის აღსადგენად.
მეორედ, tv9news.ge -ს მუშაობა 12 მაისს გახდა შეუძლებელი.
tv9news.ge - ს გუნდი აგრძელებს მუშაობას, რომ სრულყოფილი გახდეს ვებგვერდი და ერთგული აუდიტორიისთვის კვლავ სტაბილურად შეძლოს ობიექტური და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება.
გააზიარეთ :