ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ჟურნალისტის რუსუდან გვარამაძის მიერ მომზადებული მასალა „მიწის მონოპოლია - სამცხე-ჯავახეთის მოუგვარებელი პრობლემა”, პრემია "შუქის" მესამე რაუნდის ფინალშია. ფინალისტების სია ასე გამოიყურება:
იდან იუსუბოვა, მარიამ კაჭკაჭიშვილი, მანანა ღოღობერიძე
"პარლამენტარის ხმის საფასური, - რაში გაუცვალა ოპოზიციონერმა ხაბულიანმა ხმა "ქართულ ოცნებას?"
ქეთი თუთბერიძე - სტუდია „მონიტორი“
„ბეტონის კედლებს მიღმა – ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შელახული უფლებები“
თემო ინასარიძე - სამხრეთის კარიბჭე
"აქ არა, იქ ილოცეთ – იზღუდება თუ არა მუსლიმი თემის უფლებები დაბა ადიგენში"
ირმა დიმიტრაძე - ნეტგაზეთი
„რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან“
ცაგო კახაბერიძე - ბათუმელები
„2 პარლამენტარი ბათუმში 3 ცათამბჯენს აშენებს“
თემო ინასარიძე
„როგორ მიიღეს და გაასხვისეს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა სახელმწიფო მიწები ჯავახეთში"
ლიზა ციციშვილი - ტვ ფორმულა
„პროტესტის ფოტოგრაფები“
რუსუდან გვარამაძე - რეგიონული ტელეკომპანია “მე-9 არხი”
„მიწის მონოპოლია - სამცხე-ჯავახეთის მოუგვარებელი პრობლემა”
ვლადიმერ ჩხიტუნიძე - რადიო "მარნეული"
„მიიღებს თუ არა აფხაზეთის ომის გმირი მშობლიურ ქალაქში აღიარებას"
მარიამ მერლანი
,,უმუშევრობა ახალგაზრდებში, სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა და მარტის აქციების კონტექსტი”.
პრემია "შუქს" 10 ფინალისტი ჰყავს, რომელთა შორის სამი გამარჯვებული 19 ივნისს გამოვლინდება.