SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
მედია
რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა
“ჩვენ, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მადლიერი აუდიტორია, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებით

გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოში არსებული გამოწვევების ადეკვატური პოლიტიკა, რაც უნდა გამორიცხავდეს რედაქციის დასუსტებას და დესტაბილიზებას”, – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც 25 იანვარს შეიქმნა რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის მხარდასაჭერად.

გთავაზობთ პეტიციის სრულ ტექსტს. თუკი ხელმოწერა გსურთ, გადადით აქ:

“ქართული საზოგადოება და პოლიტიკა უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულად პოლარიზებულ მედიაგარემოში არსებობს. მრავალი წლებია, რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია თანმიმდევრულად არის პროფესიული და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის ორიენტირი როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის, ისე მისი ძველი მსმენელებისა და ახალი მედია-პროდუქტების – სატელევიზიო გადაცემების, პოდკასტების, ვებ-პლატფორმის – მომხმარებლებისთვის. რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია მსმენელებს და მოგვიანებით, მრავალრიცხოვან მაყურებელსაც თანმიმდევრულად აძლევდა შესაძლებლობას, დროულად გასცნობოდნენ როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურ პროცესებს.

ეს მედიასაშუალება ნდობით სარგებლობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მის კონფლიქტის რეგიონებსაც მოიცავს. რადიოს ქართული რედაქცია 1953 წლიდან მაუწყებლობს და ყოველთვის იყო ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელოვანი სიმბოლო რკინის ფარდის გამოღმა. მისი გავლენა საგრძნობლად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოშიც გაიხსნა თბილისის ბიურო. რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს 2005 წლიდან დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობს.

საქართველოსთვის პოლიტიკურად განსაკუთრებულ კრიზისულ სიტუაციებში, როცა მედიაგარემოსა და აქ მომუშავე უამრავი ჟურნალისტისთვის გაუსაძლისი პროფესიული პირობები შეიქმნა, რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს და იყო დემოკრატიაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე ორიენტირებული მოქალაქეების მოკავშირე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას ამჟამად პრობლემები ექმნება სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის და საქართველოში სატელევიზიო პარტნიორების შერჩევის თვალსაზრისით.

თანამედროვე მსოფლიოში დღევანდელ დღეს მიმდინარე ჰიბრიდული მედია-პროპაგანდის პირობებში საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია აქ არსებული ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი მედია-სტანდარტებით მომუშავე პრესის, ვებ-პლატფორმების, ტელევიზიისა და რადიოს ამარა. ამავე დროს, სულ უფრო ხილული ხდება რუსული პოლიტიკის ე.წ. რბილი ძალის გავლენაც, რომელსაც ასაზრდოებს ბოლო წლებში განსაკუთრებით მომრავლებული პროპაგანდისტული და ანტიდასავლური მედია-ორგანიზაციები. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით სახიფათოა ქართული რედაქციის გამოცდილი და უაღრესად პრინციპული ხელმძღვანელობის დასუსტება.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური არის მნიშვნელოვანი თავისი მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს ამ რადიოს გავლენას, რომელიც მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება.

ჩვენ, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მადლიერი აუდიტორია, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ქართულ რედაქციასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოგმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გატარდეს საქართველოში არსებული გამოწვევების ადეკვატური პოლიტიკა, რაც უნდა გამორიცხავდეს რედაქციის დასუსტებას და დესტაბილიზებას".
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetpusulabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahisjojobetpusulabetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbet1xbetcasibommatadorbetbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortAvrupabethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetenjoybettipobetcasibomtrendbetBets10jojobetjojobetHoliganbet girişnakitbahisJojobet 1107kavbetkavbetmatbetjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftpadişahbetmarsbahismarsbahis girişmatbet girişbetebetcasibombetparkmatadorbetcasibomcasibomonwinyakabetcasibomcasibompashagamingpashagamingwinxbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetmeritkingwinxbetwinxbetwinxbetpadişahbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişCasibomdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortbahçeşehir escortbets10starzbet girişJojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmapusulabetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107holiganbetdeneme bonusu telegramStreameastrbetgrandpashabetjojobetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftbahiscasino