პოლიტიკა
როგორ ვითარდებოდა მოვლენები პანკისში - (ემოციური ფოტოკოლაჟი)
პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება.
სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.
დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები. ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან.
დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.ადგილობრივები აცხადებენ, რომ არ აპირებენ გაჩერებას და ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და არ მისცემენ უფლებას სამართალდამცველებს, რომ მათ ტერიტორიაზე შევიდნენ.ამ წუთას, პანკისის ადგილობრივ მოსახლეობას შს მინისტრი გიორგი გახარია სიტყვით მიმართავს.
ასევე დაგაინტერესებთ
გააზიარეთ :