ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა. წარმომადგენლობითმა ორგანომ, მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიას გადაუგზავნა, რათა მასში დეპუტატების შენიშვნები და რეკომენდაციები ასახოს.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას, სადაც პროექტი განიხილეს, წევრებთან ერთად, ა(ა)იპების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი მთავარი პრიორიტეტი სახელფასო ფონდის გაზრდაა როგორც საბავშვო ბაღის, ისე მუსიკალური სკოლის მასწავლებლებისთვის.
გელა ნოზაძე ამბობს, რომ დეპუტატების ერთადერთი რეკომენდაცია სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაა. საკრებულო მიიჩნევს, რომ შეჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი სურსათით უნდა დაეხმარონ.
ინიციატივების წარსადგენად მოსახლეობასა და დეპუტატებს ვადა 25 ნოემბრამდე ჰქონდათ. საკრებულოში მოქალაქეებისგან არც ერთი ინიციატივა შესულა. 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე ახალციხის მერიას გადაეგზავნა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პროექტში რეკომენდაციები უნდა ასახოს და ისევ საკრებულოს დაუბრუნოს დასამტკიცებლად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.