ფოკაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 1985 წელს დაბადებული ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა 1985 გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.