სამართალი
„მოსამართლე იყო ძალიან მიკერძოებული“ – „ახალციხის ციხის“ დირექტორი
„ეს იყო მოსამართლის პირადი გადაწყვეტილება“, - ასე შეაფასა სხდომის დასრულების შემდეგ „ახალციხის ციხის“ დირექტორმა სასამართლოს მიერ, მაია მამულაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტრილება. დავით ტაბატაძე ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას ყოფილი თანამშრომლის, მაია მამულაშვილის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს.
„მამულაშვილის საქმე ძალიან მარტივი იყო ჩვენთვის, რადგან შტატი გაუქმებულია. ჯერ კიდევ ძირითადი სხდომის დასრულების შემდეგ ვთქვი, რომ მაიას აუცილებლად გაამართლებდა, რადგან მოსამართლე იყო ძალიან მიკერძოებული. ისეთ თემებს შეეხო, რომლებიც საერთოდ არ იყო მოსამართლის კომპეტენცია და არც საქმესთან იყო კავშირში. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა“, - გვითხრა „ახალციხის ციხის“ დირექტორმა დავით ტაბატაძემ.
მაია მამულაშვილის ინტერესებს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადვოკატი ეკა აბაშიძე იცავდა.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს იყო მიზანმიმართული გათავისუფლება. დირექტორმა შექმნა ისეთი პირობა, რომ მაია გამოეშვა“, - აცხადებს „მეცხრე არხთან“ ადვოკატი ეკა აბაშიძე.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელე მაია მამულაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადა. მარიკა ჩიტაშვილმა „ახალციხის ციხიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. კომპლექსის ყოფილი თანამშრომელი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
გააზიარეთ :