ნინოწმინდაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე აღმოაჩინეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, 16 სექტემბერს მცენარე აღმოაჩინეს, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავს. ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დაიწყო. ჩამორთმეული იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე. ფაქტზე ერთი ადამიანია იდენტიფიცირებული“ - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
სსსკ-ის 265-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.