ახალციხეში კლინიკაში ახალშობილი დაიღუპა
დღეს, 10 ოქტომბერს უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხეში. რეფერალურ ჰოსპიტალში, სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა. კლინიკაში გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ იციან. მენეჯერის თქმით, ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადა. დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს უნდა გაეწერათ. ოთხი დღის ბავშვი დედასთან იყო, როცა მოულოდნელად გარდაიცვალა.
"ექსპერტიზა ჩაუტარდა, მიზეზს ყველა ერთად გავიგებთ. ახალშობილი ჯანმრთელი იყო", - გვითხრა რევაზ კუჭუხიძემ.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.