სამართალი
ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის განაჩენი ცნობილია
ქრთამის აღებაში ბრალდებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყოფლი მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათ შვდიწლიანი სასჯელი შეეფარდათ, აქედან ორ წელს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებენ, ხუთი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნებათ. ასევე, თითოეული მათგანი ჯარიმის სახით 5-5 ათას ლარს გადაიხდის.
თანამდებობის პირების განაჩენი, ცნობის სახით, ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 18 დეკემბერს მიიღეს.
„სასამართლოს განაჩენი მოვიდა საკრებულოში, დღეს ცნობად მივიღეთ დეპუტატებმა. ამის საფუძველზე ოფიციალურად შეუწყდათ უფლებამოსილება. აქამდე დროებით ჰქონდათ შეჩერებული, სანამ განაჩენი კანონიერ ძალაში არ შევიდა“, - გვითხრა დეპუტატმა ბაქარ შირაძემ.
"სასამართლოს გადაწყვეტილება მოვიდა მათი პატიმრობის შესახებ, რაც საკმარისია უფლებამოსილების შესაწყვეტად", - განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. 28 თებერვალს დააკავეს.
გააზიარეთ :