კაცი ძირს ეგდო, ზოგი დაჭრილი, ზოგიც ნაჩხუბარი - ნიჯგორში მკვლელობის დეტალებს იხსენებენ
17:49 / 30.12.2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მომხდარი მკვლელობის საქმეს ასპინძის პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო იძიებს. ამ დროისათვის მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვები, დაკავებული არავინ არის.
სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ექსპერტი დავით მერაბიშვილი განმარტავს, რომ გარდაცვლილის სიკვდილი ,,გულ-მკერდის არეში შემავალმა ჭრილობამ გამოიწვია, რომელმაც დააზიანა ფილტვი და აორტა".
სოფელ ნიჯგორში, სადაც მოკლული ცხოვრობდა, ჩხუბის დაწყების მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილს დანა გულში ჰქონდა ჩარტყმული.
მკვლელობა 29 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 სთ-თვის მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე გარდაიცვალა 46 წლის ვანო წითლანაძე. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.