სამართალი
ლუკა ლეკიაშვილი დღეს დაკრძალეს
ბორჯომში, მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ლუკა ლეკიაშვილი დღეს დაკრძალეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
20 მაისს საქართველოს საჯარო სკოლებში, მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბოლო ზარის კოლონას წინ პოლიციის ეკიპაჟი ჩაუდგება, რადგან თავიდან იქნას აცილებული მსგავსი უბედური შემთხვევები.
გარდა ამისა, შსს 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მშობლებს მოუწოდებს, არ მისცენ შვილებს უფლება, მარტო მართონ ავტომობილი. ასევე, უახლოეს მომავალში მომზადდება ახალი კანონი, რომლის მიხედვით ის მძღოლი, ვინც ახალგაზრდას მანქანის მართვის უფლებას მისცემს დაჯარიმდება ან ჩამოერთმევა ავტომობილი.
გააზიარეთ :