სამართალი
პოლიციამ საქონლის სადგომიდან მოპარული ხარი იპოვა
ახალციხეში საბარგო სადგურის დასახლებაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს. საქმე ეხება 10 სექტემბერს მომხდარ ხარის ქურდობას. ოჯახის ინფორმაციით, ხარი ასპინძის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მეცხრე არხთან" ამბობენ, რომ დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 10 სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. დაზარალებულის თქმით, დამნაშავემ საქონლის სადგომში შეაღწია და ერთი სული პირუტყვი გაიყვანა.
გააზიარეთ :